ნინი ქარსელაძე და მარიკა თხელიძე ბორჯომში ბიუჯეტიდან დაფინანსებულ კონცერტზე იმღერებენ. როგორც ვიცით, ისინი სახელისუფლებო პარტიის მხარდამჭერები არიან. მათ გარდა, "ბორჯომობა 2019-ზე", რომელიც 17 აგვისტოს გაიმართება, მონაწილეობას მიიღებენ გიგი ადამაშვილი, დათო გომართელი და ზვიად ბოლქვაძე. მათთვის ჰონორარის სახით, ჯამში, 14 350 ლარია გათვალისწინებული.

On.ge-სთან საუბრისას ბორჯომის მერმა, ლევან ლიპარტიამ განაცხადა, რომ "ბორჯომობის" კონცერტზე გამომსვლელი მომღერლები მას და ბორჯომელებს მოსწონთ:

"ყველას მოსწონს, ვისთანაც იყო საუბარი... [გამოკითხვა] ბორჯომში ჩავატარეთ. ჩვენმა თანამშრომლებმა [ჩაატარეს]", ის ამბობს, რომ "არაფერ შუაშია" ხელისუფლების მიმართ მარიკა თხელიძისა და ნინი ქარსელაძის სიმპათია "ბორჯომობაზე" მათ მიპატიჟებაზე.