ჩხუბი და დაპირისპირება თბილისის საკრებულოში



7 ოქტომბერს ,თბილისის მთავრობის დამტკიცების დროს საკრებულოსთან აქციას მართავდნენ ოპოზიციის მხარმდამჭერები.ადგილზე მობილეზებული იყვნენ საპატრულო და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები. თბილისის საკრებულოსთან შეკრებილი აქციიის მონაწილეები კახი კალაძის მისვლას პროტესტით ელოდებოდნენ. თბილისის მერი, რომელიც ოპოზიციის თქმით მრავალი გაყალბებების მიუხედავად მეორე ვადით უნდა დაემტკიცებინათ საკრებულოს წევრებს, ადგილზე შუადღის 4 საათზე გამოჩნდა.

თბილისის მერმა შესავალშივე აღმინშნა ,რომ საკრებულოში თბილისელების სურვილისა და არჩევანის გამო შეიკრიბნენ , რითიც საკუთარ და თავისი გუნდის ლეგიტიმურობას გაუსვა ხაზი. კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა არა მთლიანად თავის ამომრჩევლებს , არამედ კონკრეტულ ადამიანებს, რომ მათ არჩევნებში გამარჯვებისთვის ყველაფერი გააკეთეს.

 

საკრებულოს სხდომაზე პირველი დაპირისპირება თბილისის მერსა და საკრებულოს დეპუტატ, ირაკლი ნებიერძეს შორის დაიწყო ,თბილისის მერს ირაკლი ნებიერიძემ ავტობუსების პროქტიდან მოპარული სამოცი მილიონი ლარი და აფრიკაში მოსახლეობისთვის დანგრეული სახლები შეახსენა. გარდა იმისა რომ აღნიშნულ სხდომაზე არ იმყოფებოდა ლევან ხაბეიშვილი, კალაძემ საკრებულოში წარმოდგენილ ოპოზიციურ სპექტრთან ჩხუბი ხაბეიშვილის დაცინვით დაიწყო და მას ჯამბაზი უწოდა. თბილისის მერს ხშირად უხდებოდა კამათში ჩაბმა ოპოზიციის წარმომადგენლებთან. სხდომაზე ისმოდა ორივე მხრიდან ისმოდა მუქარის შემცველი რეპლიკები. კალაძეს მაინც მოუწია მიხეილ სააკაშვილის შეფასებება და მასზე საუბრისას ვადა გასული სისხლიანი ცხრა წელი კიდევ ერთხელ გაიხსენა.

საკრებულომ თბილისის მთავრობა დაამტკიცა , რომელსაც კახი კალაძე მეორედ ჩაუდგა სათავეში.მისი გუნდის ლოზუნგი , მეტი სიცოცხლე ყველა უბანში , უცვლელი დარჩა .


თარიღი 12.08.2021 10:46  593