ექიმების ბოლო ინფორმაცია ანიტასთან დაკავშირებით კიდევ 2-3 დღე იქნება კრიტიკული



59-ე ღამე, 68700-ზე მეტი ანიტელი და საოცარი ერთიანობაა ამ ჯგუფში!

ანიტას მდგომარეობა სტაბილურია, როგორც ექიმებმა თქვეს, კიდევ 2-3 დღე იქნება კრიტიკული, თუმცა, ამ ეტაპზე სასიცოცხლო მაჩვენებლები დამაკმაყოფილებელია.

 დღეს დაიწყო სისხლში სოკოსა და ინფექციის საწინააღმდეგო მკურნალობა.

 რაც შეეხება ფილტვებს, საბედნიეროდ ბრონხოსკოპიის შდეგად არანაირი ბაქტერია არ ამოთესილა, დღეს გადაღებული რენტგენოგრაფიის მიხედვით ფილტვების მდგომარეობა შედარებით უკეთესია, ექიმები იმედოვნებენ, რომ მიმდინარე პროცესები მალე იმ დონეზე ალაგდება, რომ შესაძლებელი გახდება ანიტას მართვით სუნთქვის აპარატიდან მოხსნა.

 შეგახსენებთ, რომ ანიტას გული დიდი ხნით იყო გაჩერებული, რის გამოც ახლა ყველა ორგანოს მუშაობისთვის დახმარება სჭირდება. მიუხედავად ამისა, იგეგმება დიალიზის შემცირება, გაუმჯობესებულია ღვიძლისა და კუჭის ფუნქციონირება და რაც მთვარია აბსოლუტურად გადარჩენილია ნევროლოგია.

 ანიტას ხშირად აღვიძებენ, ბავშვი კონტაქტურია და ჩურჩულით ყველაფერს აგებინებს მშობლებს.

 რაც ანიტას გარშემო ხდება ნამდვილად სასწაულია, ამ სასწაულის მიზეზი კი თქვენ ხართ!
 ყველას დიდ მადლობას გიხდით ამხელა სიყვარულისთვის, თქვენი თანადგომა ჩვენთვის ძალიან დიდი იმედია!

ჩვენ ყველა ერთად ვაგრძელებთ ბრძოლას #ანიტას  სთვის


თარიღი 01.13.2020 03:49  1322