ეს არის ლოცვა ანიტასთვის თხოვნაა მაქსიმალურად გაავრცელეთ უფალს ებარებოდა პატარა ანგელოზო



ლოცვა ანიტას გამოჯანმრთელებისთვის

ტროპარი

შენ მხოლო ხარ , ქრისტე , მსწრაფლ შემწე , მსწრაფლ გამოაჩინე ზეცით საფარველი შენი ჭირვეულსა მხევალსა შენსა ანიტასა ზედა და იხსენ სნეულებათაგან , ჭირთა და მწარეთა სალმობათაგან ; და აღადგინენ მაქებელად შენდა და მადიდებელად სამარადისოდ , მეოხებითა ღვთისმშობელისაითა , მხოლოო კაცთმოყუარე .

კონდაკი

სალმობისა სარეცელსა ზედა მდებარესა და სასიკვდილო წყლულებითა მოწყლულსა , ვითარცა ოდესმე აღადგინე , მაცხოვარ , სიდედრი იგი პეტრესი და განრღვეული ცხედარსა ზედა ტვირთული , ეგრევე აწცა , მოწყალეო , ვნებულსა ამას მოხედენ და განკურნენ , რამეთუ შენ მხოლო ხარ უძლურებათა და სალმობათა , და სნეულებათა ნათესავისა ჩვენისათა მტვირთველიდა ყოველივე ძალგიძა , ვითარცა მრავალმოწყალე ხარ .

ლოცვა

მეუფეო ყოვლისა მპყრობელო , მკურნალო სულთა და ხორცთა ჩვენთაო , რომელი დაამდაბლებ და აღამაღლებ , რომელი სწყლავ და კვალად განკურნავ ; ძმასა ამას ჩვენსა სნეულსა ზედა მოხედენ მოწყალებითა შენითა , მოყავ მარჯვენაი შენი უხილავი , სავსე ლხინებითა და კურნებითა . განკურნე მხევალი ესე შენი ა ნ ი ტ ა და აღადგინე ესე ცხედრისაგან სნეულებისა მისისა , და შეჰრისხენ სულსა ამას უძლურებისასა , და განაშორე ამისგან ყოველივე წყლულებაი და ყოველივე სალმობაი , ყოველივე გვემაი და ყოველივე მხურვალებაი , გინა ცხროდა რაოდენი რაი არს ამის თანა ბრალი , გინა უსჯულოებაი მიუტევენ ულხინენ , შეუნდვენ კაცთმოყვარებისა შენისათვის. უფალო , შეიწყალენ დაბადებული ესე შენი ქრისტე იესოს მიერ , უფლისა ჩვენისა , რომლისა არს დიდებაი თანა ყოვლადწმიდით , სახიერით და ცხოველსმყოფელით სულით შენითურთ აწ და მარადის და უკუნითი-უკუნისამდე . ამინ .


თარიღი 01.31.2020 01:16  5417