Euro 2024-ზე, საქართველო-ჩეხეთის მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად თავისი გმირული თამაშის შემდეგ, გიორგი მამარდაშვილი დასახელდა. გიორგი გახდა პირველი ქართველი ფეხბურთელი, რომელმაც ამ ტურნირზე საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო მიიღო.
გიორგი მამარდაშვილს მატჩში 11 სეივი ჰქონდა, რაც მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის რეკორდია. ის დამსახურებულად გახდა მატჩის საუკეთესო მოთამაშე.
საქართველომ ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობის პერიოდში არაერთი უცხოელი ქომაგი შეიძინა. ჩვენმა ნაკრებმა მებრძოლი სულისკვეთების, შემართების, ბოლომდე ბრძოლის, ჟინის და თავდაუზოგავი თამაშის წყალობით, უამრავი ადამიანის გული მოიგო.