გიგი უგულავას დაკავების შემდეგ რა განცხადებას ავრცელებს მისი ყოფილი მეუღლე



გიგი უგულავას ყოფილი მეუღლე მის ხელახლა დაპატიმრებას სოციალურ ქსელში ეხმაურება:

„გიგი, სანდრო, თქვენი სიყვარული მოერევა ყველა განსაცდელს. ძალინ მალე ისევ ერთად იქნებით. ბოროტება არის ხანმოკლე, სიყვარულს და სიკეთეს არ აქვს დასასრული. გიგი შენ ძალიან კარგი ადამიანი და ძლიერი კაცი ხარ. კიდევ ერთხელ გაუძელი, იქიდან ათასჯერ უფრო ძლიერი დაბრუნდები.“

შეგახსენებთ, თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას საქმეზე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გამოცხადდა. მას 3 წლითა და ორი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.


თარიღი 02.12.2020 00:04  3266