ათამდე წისქვილი დაიხურა. ხორბლის საბაჟო გადასახადი, 1ტონაზე 80-დან 91 დოლარამდე გაიზარდა რუსეთის მიერ.
მოგეხსენებათ, ხორბლისა და ფქვილის იმპორტის უდიდესი ნაწილი, საქართველოში რუსეთიდან ხორციელდება.
რუსეთმა კი, მცოცავი ოკუპაციისა არ იყოს, ე.წ. მცურავი ბაჟი" შემოიღო. მცურავი ბაჟი ნიშნავს იმას, რომ რა დროსაც დასჭირდება რუსეთს,
იმ დროს აწევს ან დაწევს ფასებს.
ჩვენ კი , ხალხი რომელიც მუდამ პურის და ღვინის ქვეყანად ვითვლებოდით, დღეს არც პურს ვამუშავებთ და ღვინოდანაც გადავედით ნელ-ნელა მწვანე
ბალახ-ბულახზე. ( ეს ჩემი სუბიექტური აზრია).
ხოლო, რაც შეეხებათ ექსპერტებს, ისინი აცხადებენ , რომ საჭიროა სახელმწიფომ აითვისოს დაუმუშავებელი მიწები და ხორბლის შიდა წარმოება დაიწყოს.
ლევან სილაგავას თქმით, დღეს საქართველოს ხორბლის მარაგი თვენახევარს ვერ ეყოფა, ამიტომ ხორბლის შიდა წარმოებით შესაძლოა თვენახევრის მაგივრად საქართველომ
შექმნას მაქსიმუმ 3 წლიანი მარაგები, რადგან ხორბალი 3 წლის განმავლობაში ინარჩუნებს ვარგისიანობას.
კონკრეტულად , რა ფასი ექნება პურს ახალიწლის დღეს ვერ ვივარაუდებთ, მაგრამ რომ გაიზრდება ეს გარდაუვალია.
NEWSEBI.GE <<<ობიექტური რეალობის სარკე
მიიღეთ უახლესი და საჭირო ინფორმაცია . გამოიწერეთ ჩვენი გაზეთი.