გუდაური-კობის მონაკვეთზე, საგზაო მოძრაობა 23 დეკემბრამდე იკრძალება



საავტომობილო გზების დეპარტამენტი ინფორმაციას ავრცელებს - მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე, ზვავსაშიშროების საფრთხის მაღალი დონიდან გამომდინარე, 23 დეკემბრამდე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა იქნება აკრძალული.ზვავსაშიშროების საფრთხის მოხსნისთანავე გაწმენდითი სამუშაოები განახლდება. მლეთა-გუდაურის მონაკვეთზე, უკვე დასაშვებია მხოლოდ მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა. მლეთა-გუდაურის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში. მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

ამინდი ნიუსებიჯი-ზე >> https://newsebi.ge/weather 

NEWSEBI.GE -ზე << მხოლოდ გადამოწმებული ინფორმაცია

21 დეკემბერი 2021 წელი


თარიღი 12.21.2021 16:16  1628