გუდაურს, რაჭას და თრუსოს ხეობას ოკუპაცია ემუქრება



დღეს დავით ქაცარავამ,პარლამენტის ბიბლიოთეკაში პრეზენტაცია გამართა და საგანგაშო ინფორმაცია გააჟღერა.

მისი თქმით, მიმდინარე მცოცავი ოკუპაციის გამო, რუსეთი ითვისებს საქართველოს ახალ ტერიტორიებს, როგორიცაა გუდაური, სადაც ლომისის ეკლესიის ნაწილი მათ საზღვრებში ექცევა. რუსეთის "კლანჭები" მისწვდა თრუსოს ხეობისა და ზემო რაჭის ნაწილს. დავით ქაცარავამ, აღნიშნულ პრეზენტაციაზე საზოგადოებას წარუდგინა, შიდა ქართლის ოკუპირებულ ტერირტორიებზე დამონტაჟებული ვიდეო ხაფანგით გადაღებული კადრები,სადაც ნათლად ჩანს, როგორ პატრულირებენ რუსი ჯარისკაცები ცხენებზე ამხედრებულები, ხოლო ქვეითი ჯარისკაცები კი სამუშაოებს აწარმოებენ. ჩვენთან საუბარში , დავით ქაცარავამ გაიხსენა, რუსების მიერ ორი დღის წინ გატაცებული მამუკა ჩხიკვაძე და აღნიშნა, რომ ეს ფაქტი არ უნდა დარჩეს უყურადღებოდ მთავრობის მიერ. მამუკა ჩხიკვაძის ჯანმრთელობასთან და რთულ მდგომარეობასტან დაკავშირებით, ქაცარავამ ოსურ მხარეს მოსთხოვა ვიდეო იმ კადრების ქართული მხარისთვის მიწოდება, სადაც ნათლად იქნება წარმოჩენილი მამუკას ფიზიკური მდგომარეობა.დავით ქაცარავამ საქართველოს ხელისუფლებას რეაგირებისაკენ მოუწოდა.

ავტორი : ზაქარია ჯაბახიძე

NEWSEBI.GE << ინფორმაციის სანდო წყარო


თარიღი 12.17.2021 17:07  1451