„იმედის“ ჟურნალისტთა ნაწილი ემიჯნება 2008 წლის ომზე გადაღებული ფილმის „მთავარ ხაზს“

ჟურნალისტები თავიანთ პროტესტს FACEBOOK-ის მეშვეობით გამოთქვამენ.

ნანა ლეჟავა წერს: 

„არ ვარ "ქრონიკაში", მაგრამ ვარ "იმედში"!!! არ ვიზიარებ რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ მომზადებული მასალის ერთ-ერთ მთავარ ხაზს. მიუღებელია რუსეთის ჯარის საქართველოში იძულებით შემოჭრის თაობაზე გამოთქმული ვერსია და ამას წლების განმავლობაში ომის თემაზე ჩვენ მიერ მომზადებული რეპორტაჟები ადასტურებს!#რუსეთიოკუპანტია#აქიმედია“.

ლევან კვატაშიძე ასეთ პოსტს აქვეყნებს:

„არ ვიზიარებ რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ მომზადებული მასალის ერთ-ერთ მთავარ ხაზს. მიუღებელია რუსეთის ჯარის საქართველოში იძულებით შემოჭრის თაობაზე გამოთქმული ვერსია და ამას წლების განმავლობაში ომის თემაზე ჩვენ მიერ მომზადებული რეპორტაჟები ადასტურებს!“

ნანუკა ქაჩაია წერს:

არ ვიზიარებ რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ მომზადებული მასალის ერთ-ერთ მთავარ ხაზს. მიუღებელია რუსეთის ჯარის საქართველოში იძულებით შემოჭრის თაობაზე გამოთქმული ვერსია და ამას წლების განმავლობაში ომის თემაზე ჩვენ მიერ მომზადებული რეპორტაჟები ადასტურებს!

#ქრონიკა
#რუსეთიმტერია

საუბარია ფილმზე, რომელიც “იმედის” ეთერში 11 აგვისტოს გავიდა, სახელწოდებით “ჩვენ მშვიდობით მოვიგებთ სხვის დაწყებულ ომს”. ფილმში 2008 წლის აგვისტოში განვითარებულ მოვლენებში ყოფილი ხელისუფლების პასუხისმგენლობაზეა საუბარი და ნათქვამია, რომ “ნაციონალურმა მოძრაობამ” ომის შედეგად “ლეგიტიმაციის საჭირო ხარისხი მოიპოვა”.

 


თარიღი 08.15.2019 13:51