იტალიაში საქართველოს 2 მოქალაქე გარდაიცვალა ...



იტალიაში ქართველი დედა-შვილი გაზის გაჟონვის შედეგად გარდაიცვალა. 

იტალიური მედიის ინფორმაციით, გარდაცვლილები 41 წლის ქალი და მისი 16 წლის შვილი არიან. შემთხვევა ქალაქ ბარიში მოხდა.

გარდაცვლილები სახლში ოჯახის ახლობელმა აღმოაჩინა და პოლიციაში დარეკა. ექიმები კორონავირუსით გარდაცვალებას გამორიცხავენ. მიმდინარეობს გამოძიება. 

 


თარიღი 03.13.2020 19:52  2376