კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ბათუმში, კლინიკა „მედინაში“ გადაიყვანეს



საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ბათუმში, კლინიკა „მედინაში“ გადაიყვანეს.

ბათუმ-ლაზეთის ეპარქიაში აცხადებენ, რომ კლინიკაში იგი გეგმური გამოკვლევის მიზნით მივიდა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

„პატრიარქი რამდენიმე დღეა, აჭარაში იმყოფება, იგი საჭიროებს პერიოდულ გამოკვლევებს, რაც 2018 წლის შემდეგ არ ჩაუტარებია. კლინიკაში სწორედ ამ მიზნით მივიდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ გაუარესებულა“, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან საუბრისას დეკანოზმა იოანე გორელიშვილმა.


თარიღი 01.23.2020 14:16  1524