ხაზარაძე,ჯაფარიძე და წერეთელი შესაძლოა დაიჭირონ.



ხვალ,თბილისის საქალაქო სასამართლოშ გაიმართება სასამართლო სხდომა ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეზე.ასევე ვატო წერეთლის მამის საქმეზე,რომელსაც ფულის გათეთრებას ედავება პროკურატურა.

ოპოზიციური სპექტრის მოლოდინები არც თუ ისე სახარბიელოა, და მის გარკვეულ ნაწილს სამივე პიროვნების დაკავების მოლოდინი აქვს.

გუბაზ სანიკიძემ განაცხადა ,რომ თითქოს ქართული ოცნების შიგნით მსჯელობენ , ხაზარაძე-ჯაფარიძიძესგან რომელი მათგანი დაიჭირონ. გუბაზ სანიკიძემ გააჟღერა ოცნების კულუარებიდან გამოჟონილი ფრაზა :,,აბა, ორივეს ხომ არ დავიჭერთო?"

გუბაზ სანიკიძემ, ხვალინდელი საახალწლო ზეიმის მიმართაც დააფიქსირა აზრი და განაცხადა , რომ ,,გაჭირვებულ ქვეყანაში არ არის საზეიმო განწყობა და არავის ეზეიმება".

რა მოხდება ხვალ სასამართლო სხდომაზე , რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო , ხაზარაძე-ჯაფარიძის და წერეთლის საქმესთან დაკავშირებით,მისჯიან თუ არა მათ სასჯელს ,მხოლოდ ვარაუდების  დაშვება შეგვიძლია.

ამ ამბავთან დაკავშირებით, ყველა ინფორმაციას ჩვენი გაზეთიდან გაიგებთ .

NEWSEBI.GE << ობიექტური რეალობის სარკე.

2021 წელი . 15 დეკემბერი.

გამოიწერეთ ახალი ამბები და არ გამოგრჩებათ არცერთი სიახლე.


თარიღი 12.15.2021 21:29  608