ხელფასები 4 სფეროში 129 ლარით გაიზარდა



საშუალო ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 10.4 პროცენტით ანუ 129 ლარით გაიზარდა და 1 368.5 ლარი შეადგინა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:

საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები - 2 234.9 ლარი ( გაიზარდა 10.4 %-ით)

ინფორმაცია და კომუნიკაცია                 - 2 193.7 (გაიზარდა 2.0 %-ით)

პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები - 2 003.6 ლარი (გაიზარდა 4,9%-ით)

მშენებლობა – 2 003.1 ლარი (გაიზარდა 6.8 %-ით)

ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 128.2 ლარი  შეადგინა, ხოლო კაცებში - 139.6 ლარი (9.5%). საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს.

 


თარიღი 12.16.2021 12:45  796