კორონავირუსით იმფიცირებულთა რიცხვი 38 მდე გაიზარდა. ვრცლად >>>

  კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა 38-მდე გაიზარდა, ამის შესახებ ინფორმაცია stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

საქართველოში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. მთავრობის მიერ შექმნილ ვებგვერდზე stopcov.ge  განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, ინფიცირებულთა რაოდენობა ამ დროისთვის 38-ს შეადგენს.

  ინფექციური ცენტრის სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას თქმით, კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევიდან 2 პაციენტი ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული და ისინი ძველი შემთხვევის კონტაქტებს წარმოადგენენ. აღნიშნული განცხადება მარინა ეზუგბაიამ დღეს ინფექციურ საავადმყოფოსთან გააკეთა.

"მათთან შეინიშნება ტემპერატურის მატება დაბალი ციფრებით, მინიმალურად გამოხატული კლინიკაა," - განაცხადა ეზუგბაიამ.

  ინფექციური ცენტრის სამედიცინო დირექტორის განცხადებით, კორონავირუსით ბავშვების დაავადების მაჩვენებელი სხვა ქვეყნებთან შედარებით საქართველოში მაღალ პროცენტად ითვლება, თუმცა მისივე განმარტებით, ინფექციის მქონე არასრულწლოვანთა მდგომარეობა სტაბილურია.

  კარანტინის რეჟიმში ქვეყნის მასშტაბით 1130 ადამიანი იმყოფება, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ კი 81 ადამიანი რჩება. 


თარიღი 03.18.2020 12:15  1028

loading...