საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 23-მდე გაიზარდა. ინფორმაცია ამის შესახებ საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შექმნილ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
ამ დრომდე ქვეყანაში კორონავირუსის 15 შემთხვევა იყო დარეგისტრირებული, ამჟამად კი ინფიცირებულთა რაოდენობა 23-მდე გაიზარდა.
კარანტინის რეჟიმში ამ დროისთვის 126 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 46 პაციენტი რჩება.
ჯანმოს დირექტორმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსიმ განაცხადა, რომ ახალი კორონავირუსის პანდემიის საფრთხე რეალური გახდა.