ლარი დოლართან მიმართებაში 1.5 თეთრით, ხოლო ევროსთან 2.3 თეთრით გაუფასურდა

9 აგვისტოდან 1 აშშ დოლარი 2.9488 ლარი ეღირება, ხოლო 1 ევროს ფასი 3.3038 ლარამდე გაიზრდება.

კონკრეტულად, ეროვნული ბანკის ახალი მონაცემებით, ხვალიდან ლარი დოლართან მიმართებაში 0.0150 პუნქტით, ხოლო ევროსთან მიმართებაში 0.0232 პუნქტით გაუფასურდება.

დღეს, 8 აგვისტოს, საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური გაცვლითი კურსით, 1 ამერიკული დოლარის ღირებულება 2.9338 ლარია, ხოლო 1 ევრო 3.2806 ლარი ღირს.


თარიღი 08.08.2019 17:33