მამუკა ხაზარაძე იმ ადამიანებს სახლებს დაჰპირდა, რომელთა სახლიც საოკუპაციო ხაზს მიღმა მოექცევა



მამუკა ხაზარაძე უგუტიანთკარელ გივი რაზმაძის ოჯახს დახმარებას შეჰპირდა. ბოლო დღეებში რუსი სამხედროების მიერ მავთულხართების მონტაჟის გამო რაზმაძის სახლი მავთულხართებს მიღმა მოექცა.

მამუკა ხაზარაძემ ამის შესახებ განცხადება გააკეთა:

„რუსული მცოცავი ოკუპაცია ყოველდღიურად გვართმევს სამშობლოს ნაწილს. ეს არის ბრძოლა ყოველი გოჯი ქართული მიწისთვის, ამ ომს თავისი გმირები ჰყავს – იქ მცხოვრები ადამიანები, რომლებიც შიშველი ხელებით ცდილობენ საკუთარი ოჯახების და ქართული მიწის დაცვას.

დღეს მათ სახლი წაართვეს, რომელიც უკვე ოკუპირებულ 20% -ს მიემატა. ამ ოჯახებმა ისევ უნდა იცხოვრონ თავიანთ მიწაზე, სადაც ახლა მავთულხლართებს ავლებენ რუსი ჯარისკაცები. ჩვენი მოვალეობაა მათთან ერთად ვიდგეთ. ამიტომ გეგუტიანთკარში გივი რაზმაძის ოჯახს უახლოეს ერთ თვეში ახალი სახლი ექნება. აქვე მინდა ვთხოვო ქართულ ბიზნესს – დაეხმარონ იქ მცხოვრებ ადამიანებს“.


თარიღი 08.16.2019 13:39  790