მდინარე წყალწითელაში,მანქანა ხიდიდან გადავარდა



ქუთაისში, მდინარე წყალწითელაში მერსედესის მარკის ავტომობილი, ათეულობით მეტრის სიმაღლის ხიდიდან გადავარდა. სავარაუდოა, უბედური შემთხვევა დიდი სიჩქარის გამო მოხდა, რა დროსაც მანქანა ხიდის მოაჯირს შეეჯახა და მდინარეში გადავარდა. ავტომობილში 5 ადამიანი იმყოფებოდა, რომელთაგან 2 დაიღუპა . როგორც ცნობილია, სამმა მათგანმა მდინარეში გაცურვა მოახერხა.  სამივე დაშავებული, სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მდინარიდან მანქანის ამოყვანა სამაშველო სამსახურის თანამშრომლების მეშვეობით მოხერხდა . მდინარიდან ამოსვენებულია 2 დაღუპული.

უბედური შემთხვევის ადგილზე, დაღუპული და დაშავებული ადამიანების ახლობლები და ნათესავები იმყოფებიან.

 NEWSEBI.GE << დაიმახსოვრეთ და გახდით ხშირი სტუმარი.


თარიღი 12.21.2021 12:21  1428