მიხეილ ცაგარელი მოსახლეობას აფრთხილებს უმძმესი დღეებია...

განსაკუთრებული ყურადღების გამოჩენა გმართებთ 8-11 თებერვალს, რადგან ვენერას, ქირონის და შავი მთვარის შერწყმა სერიოზულ სირთულეებს შეუქმნის ნებისმიერის სასიყვარულო ურთიერთობას და ფინანსურ მდგომარეობას. გაიზრდება მოტყუების და ღალატის ალბათობა. ნუ აჰყვებით ცდუნებას, ფრთხილად გააბით ურთიერთობა ახალ ნაცნობებთან, რადგან ერთი-ორად გააქტიურდებიან თაღლითები.

არ ღირს ზედმეტი ნერვიულობა, მოერიდეთ სიმძიმის აწევას, რადგან მთვარის ლომის ზოდიაქოს ნიშანში გადასვლით საგრძნობლად დასუსტდება გული და სისხლძარღვოვანი სისტემა.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება,  ხელშეკრულებების გაფორმება, ბინის შეცვლა და სესხის აღება.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. გაუფრთხილდით დასუსტებულ გულს და ხერხემალს.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, ლურჯი, ბეჟი და ნარინჯისფერი, ასევე ბრილიანტი, მთის ბროლი, სერდოლიკი, ქარვა და სარდიონი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ვერძისთვის, მშვილდოსნისა და მერწყულისთვის, პრობლემების დაძლევა მოუწევთ კირჩხიბს, ქალწულს და მორიელს.


თარიღი 02.09.2020 02:11  1870

loading...