მიხეილ სააკაშვილის ზუსტი დიაგნოზი



  ანემია, სტრესული აშლილობა, მძიმე დეპრესია და ანორექსიის ნიშნები.

ეს იმ დაავადებათა ჩამონათვალია, რაც მესამე პრეზიდენტს დაუდგინდა.

1) ანემია - სისხლში წითელი უჯრედების შემცირების პროცესი. ვითარდება სხვადასხვა დაავადების, სისხლწარმოქმნაში მონაწილე ფაქტორების უკმარისობის, ერითროციტების *ჰემოლიზის გაძლიერების დროს და ა.შ. ანემიების დროს განვითარებული *ჰიპოქსიის პასუხად თავს იჩენენ დაცვით-საკომპენსაციო მოვლენები, მაგრამ მათი უკმარისობის ან ანემიის პროგრესირების შემთხვევაში ვითარდება ქსოვილების გენერალიზებული ჰიპოქსია, რაც ხშირად სიკვდილის მიზეზი ხდება. 

*ჰიპოქსია (სხეულში ჟანგბადის ნაკლებობა)

*ჰემოლიზინები (ნივთიერებები რომლებიც შლიან სისხლში წითელ უჯრედებს)

2) სტრესული აშლილობა - მძიმე წარსულისა და ტრაგიკული მოვლენის გავლენა ფსიქიკაზე.

3) მძიმე დეპრესია - დეპრესიული მდგომარეობის, ყველა დამახასიათებელი სიმპტომი უფრო ინტენსიურად ვლინდება. ნაკლებად სავარაუდოა, რომ პაციენტი შეძლებს სოციალური ან სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას. ჰიგიენის ელემენტარული წესებისა და კვების უგულებელყოფა ეჭვქვეშ აყენებს პაციენტის კეთილდღეობას.

4) ანორექსია - არის უკიდეურესი უმადობა. ამ დროს ადამიანი თითქმის შიმშილობს.

 

NEWSEBI.GE << გაიგე მეტი დეტალი და ნიუანსი აქ, რომლებიც შენს ინფორმირებულობას სიმყარეს შემატებენ.

გამოიწერეთ ჩვენი გაზეთი უ ფ ა ს ო დ.

15 დეკემბერი 2021 წელი


თარიღი 12.15.2021 00:53  681