ოკუპანტმა რუსმა სამხედროებმა გუგუტიანთკარში მავთულხლართების გაბმა განაგრძეს



ოკუპანტებმა სოფელ გუგუტიანთკარში მავთულხლართების მონტაჟი განაახლეს. ამ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ადასტურებს.

სუს-ში აცხადებენ:

"ჩვენი შეფასებით, ეს არის მორიგი უკანონო და უკიდურესად დესტრუქციული ქმედება. ცენტრალური ხელისუფლების მიერ, ერგნეთში, ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრაზე აღნიშნული საკითხი მწვავედ იქნება დაყენებული".

ამავე სოფელში მავთულხლართების გაბმა 7 აგვისტოსაც დაიწყეს, თუმცა იმავე საღამოს სამუშაოები შეჩერდა.


თარიღი 08.14.2019 13:44  789