პრეზიდენტის სასახლეში ,,დიდი" საახალწლო ზეიმია



 16 დეკემბერს, ხალხთან და ხალხზე ოდნავ ზემოთ მდგომი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ორბელიანების სასახლეში საახალწლო მიღებას გამართავს.

მიღებაზე მისვლას ოპოზიციური სპექტრის ნაწილი არ აპირებს. მიღებას ცალსახად უარს უცხადებენ ლელოს ლიდერები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, რომლებსაც ხვალ სასამართლო სხდომა აქვთ და ასევე აქვთ იმის მოლოდინი, რომ მათგან ერთ-ერთს მაინც მიუსჯიან სასჯელს. ამიტომ, ნაწილობრივ გასაგებიც არის  მათი ორბელიანების სასახლეში არ მისვლის მიზეზი.

საგულისხმოა ,ის რომ ხალხთან და ხალხზე ოდნავ ზემოთ მდგომმა პრეზიდენტმა ტრადიცია არ დაარღვია, და თავისი შეხედულებებისამებრ , ზემოდან დაიწყო სტუმრების დაპატიჟება.

რა თანხა ჯდება პრეზიდენტის პომპეზურობა და მისი იმიჯის გამოსწორების მცდელობისთვის გამართული საახალწლო მიღება, ხვალისთვის გავარკვევ ,ჟურნალისტი ზაქარია ჯაბახიძე და ამ ინფორმაციას აუცილებლად გაგიზიარებთ.

დაგვემატეთ NEWSEBI.GE-ზე, გახდით ჩვენი მკითხველი და გაიგეთ უახლესი ინფორმაცია და საჭირო დეტალები ჩვენთან.

2021 წელი ,16 დეკემბერი.

 

NEWSEBI.GE << ობიექტური რეალობის სარკე.

                         თქვენი სანდო წყარო.


თარიღი 12.16.2021 00:36  622