ნარენდრა მოდი ვლადიმერ პუტინს შეხვდა: მოდიმ აღნიშნა რომ უკრაინაში ბავშვების სიკვდილი შემზარავია.



ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა, ნარენდრა მოდიმ რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრის დროს აღნიშნა, რომ უკრაინაში უდანაშაულო ბავშვების სიკვდილი მტკივნეული და შემზარავია. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.

„იქნება ეს ომი, კონფლიქტი თუ ტერორისტული თავდასხმა, ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც სჯერა ადამიანობის, გული შესაცტკივა, როდესაც ასეთ დანაკარგს ხედავს. შემზარავია, როდესაც უყურებ, რომ უდანაშაულო ბავშვებს კლავენ“,- აღნიშნა მოდიმ.

„როიტერის“ ცნობით, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ნარედნდრა მოდი რუსეთს უკრაინაში განხორციელებული ქმედებების გამო აკრიტიკებს. 2022 წლის სექტემბერში მან პუტინს უთხრა, რომ „დღევანდელი ეპოქა არ არის ომის ეპოქა“.

ცნობისთვის, დღეს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ინდოეთის პრემიერ-მინისტრი, რუსეთის პრეზიდენტთან ჩახუტების გამო გააკრიტიკა.

შემდეგი სტატიის ნახვა შეგიძლიათ:
cnn
bbc
time magazine

ვებსაიტის დამზადება მხოლოდ: Webdoors.ge

????????????
გვეწვიეთ: https://webdoors.ge/ka/services
დარეკეთ: 599 33 90 99 , 599 33 20 99
მოგვწერეთ: info@webdoors.ge✨✅
მისამართი: წერეთლის 97
https://webdoors.ge/ka/services/website-creation

თარიღი 07.10.2024 14:02  921