"ჩემთვისაც ისეთივე ტრაგედია იყო, როგორც მოსახლეობის უმეტესობისთვის. რა არის საბჭოთა კავშირის დაშლა?! ეს იყო ისტორიული რუსეთის დაშლა, რომელსაც საბჭოთა კავშირი ერქვა. ტერიტორიების 40%, ასევე მრეწველობისა და მოქალაქეების უმეტესობა დავკარგეთ. რუსეთი სულ სხვა ქვეყანა გახდა. ათასი წლის განმავლობაში შრომით მიღწეული შედეგების უმეტესობა დაიკარგა. სამწუხაროდ 25 მილიონი რუსი ქვეყნის ფარგლებს გარეთ, საბჭოთა კავშირის, ყოფილ რესპუბლიკებში დარჩნენ, რომლებმაც დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი მოიპოვეს. შესაძლებელია ამ ქვეყნებისთვის ეს კარგი მოვლენა იყო, თუმცა ულაპარაკოდ ცუდი ფაქტი იყო იმ ადამიანებისთვის ვინც თავიანთი სურვილის საწინააღმდეგოდ, საზღვრებს გარეთ აღმოჩნდნენ.
შეუძლებელი იყო დაბრუნება და ნათესავებთან გაერთიანება. არ იყო არც სამუშაო და არც საცხოვრებელი ადგილები. ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, ეს იყო უდიდესი ჰუმანიტარული ტრაგედია."
მოგახსენებთ, რომ ეს კომენტარი ვლადიმერ პუტინმა მაშინ გააკეთა , როდესაც ის ინტერვიუს აძლევდა კრემლის პროპაგანდისტი ჟურნალისტების მიერ მომზადებულ დოკუმენტურ ფილმში,
"რუსეთი, უახლესი ისტორია“.