დღეს, 16:30 წუთზე , ათონელის რეზიდენციაში პარტია "ლელოს" თავმჯდომარე, მამუკა ხაზარაძე და გენერალური მდივანი, ბადრი ჯაფარიძე საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდებიან.
დღეს პრეზიდენტს უკვე შეხვდნენ სალომე სამადაშვილი და ანა დოლიძე .
დიალოგი პრეზიდენტმა სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებს ეროვნული თანხმობისათვის შესთავაზა.
ვინ იქნება შემდეგი სალომე ზურაბიშვილთან შემხვედრი პოლიტიკოსი ჯერ უცნობია , თუმცა ოპოზიციური სპექტრის გარკვეულმა ნაწილმა, ღიად განაცხადა მეხუთე პრეზიდენტთან შეხვედრაზე უარი.
NEWSEBI.GE << ახალი ამბები