რატომ ვაცხობთ ლობიანებს ბარბარობის დღესასწაულზე?



წმიდა დიდმოწამე ბარბარე მართლმადიდებლობისთვის მეოთხე საუკუნის დასაწყისში, მმართველ მარკიანეს დროს ეწამა. ამჟამად მისი წმიდა ნაწილები კიევში, ვლადიმერის სახელობის საკათედრო ტაძარშია დასვენებული და მათგან მრავალი სასწაული აღესრულება.

 რატომ ვაცხობთ ლობიანებს:  ქართულ წარმართულ პანთეონში აქტიური ადგილი ეკავა მზის ღვთაებას და მის დედას აისს–ბარბალეს. მათდამი პატივსაცემად დღესასწაულზე აცხობდნენ მზის დიკოს ფორმის ღვეზელებს. ღვთაების მდედრობითი სქესისა და სახელთა დიდი მსგავსების გამო, რიგითი მორწმუნეების გარკვეულ ნაწილში მოხდა ორი სუბიექტის გაიგივება–აღრევა.

მან ნელ-ნელა ხალხში გავრცელება ჰპოვა. ეს მხოლოდ საქართველოში მოხდა. ვინაიდან ქალწულმოწამე ბარბარეს ხსენება აღინიშნება შობის მარხვაში, ხალხური მოქმედება ქრისტიანულ ჭრილში გატარდა და ღვეზელი სამარხვო მზადდებოდა. მოგვიანებით ამერიკის კონტინენტიდან ახალი კულტურული ჯიშების აქტიურმა პოპულაციამ ჩვენშიც ასახვა ჰპოვა. ღვეზელის შემადგენლობაში ლობიომ დაიმკვიდრა ადგილი. ლობიანის ცხობა წმ. ბარბარეს დღეს წარმართულია.  - ეს აზრი დააფიქსირა დეკანოზმა ლევან ფიროსმანაშვილმა 2013 წელს გაზეთ ამბიონთან საუბრისას.

დღეს კი, ალბათ იმდენად სიმბოლურია ლობიანების დაცხობა ბარბარობას, რომ ლობიანის გარეშე ვერ წარმოგვიდგენია ბარბარობა.

თითქოს ლობიანების საყოველთაო ცხობა ერთ მთლიან დღესასწაულს ქმნის და მაინც აერთიანებს სხვადასხვა მრწამსის ადამიანებს ჩვენს ქვეყანაში, რადგან ტრადიციულად ვუნაწილებთ ერთმანეთს ქართველები სანოვაგეებს დღესასწაულებზეც,მაგალითად მეკვლეობისას, ახალ წელს და სხვა.

წმიდა დიდმოწამე ბარბარე ბავშვების მფარველად ითვლება. მას ევედრებიან ყრმათა კურნებისთვის, შვილიერებისა და მოულოდნელი, უზიარებელი სიკვდილისგან დაცვისთვის.

NEWSEBI.GE გილოცავთ დამდეგ ბარბარობას, კეთილი სურვილებით,მრავალს დაესწარით მეგობრებო.

2021 წელი 15 დეკემბერი.

ასე რომ , დააცხვეთ ლობიანები და გაუზიარეთ სხვებსაც .

 


თარიღი 12.15.2021 17:39  762