როკის გვირაბთან, რუს ჯარისკაცებს ზვავი დაატყდა თავს



როკის გვირაბთან მდებარე რუსულ გამშვებ- საგუშაგოსთან, ზვავი ჩამოწვა. ზვავის ქვეშ ხუთი რუსი ჯარისკაცი მოყვა. სამი მათგანი ზვავის ჩამოწოლის შემდეგ იპოვეს და ცხინვალის საავადმყოფოში გადაიყვანეს,რომელთაგან ერთი სასწრაფო დახმარების მანქანაში გარდაიცვალა.მოგვიანებით, ზვავის ქვეშ დარჩენილ ორი რუსი ჯარისკაცისგან, ერთიც იპოვეს, რომელსაც სასიცოცხლო ნიშნები არ აღენიშნებოდა, ხოლო მეორეს ისევ ეძებენ . რუსული წყაროების მიხედვით, უამინდობა ცხინვალის რეგიონში და ცუდი მეტეოროლოგიური მდგომარეობა რუს ჯარისკაცებს ურთულებს სამუშაოებს. შემთხვევა 21 დეკემბერს ღამით მოხდა , როდესაც როკის გვირაბთან გამართულ სამხედრო კარავს ზვავი დაატყდა თავს.

ზვავი

NEWSEBI.GE << გადამოწმებული ამბების სანდო წყარო

გახდით ჩვენი ხშირი სტუმარი.

2021 წელი 23 დეკემბერი

ავტორი : ზაქარია ჯაბახიძე


თარიღი 12.23.2021 12:29  2134