საახალწლოდ თბილისში მოძრაობა იზღუდება

დაგეგმილი საახალწლო ღონისძიების გამო, 22 დეკემბრიდან პირველი იანვრის ჩათვლით, სატრანსპორტო მოძრაობა დროებით შეიზღუდება.

შეზღუდვა იმოქმედებს მხოლოდ მ. კოსტავას ქუჩიდან რესპუბლიკის მოედნისკენ მიმავალი სატრანსპორტო საშუალებებისთვის, ხოლო რუსთაველის გამზირიდან პირველი რესპუბლიკის მოედანზე გადაადგილება თავისუფალი იქნება.ავტობუსები N33, N31 და მიკროავტობუსი N457 ჯავახიშვილის ქუჩიდან გადაინაცვლებენ თბილისის საკონცერტო დარბაზთან, რომლის შემდეგაც, სვლას მეტროსადგურ „რუსთაველის“ მიმართულებით განაგრძობენ და დადგენილი სქემით იმოძრავებენ. უკუმიმართულებით, აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებების მარშრუტი უცვლელი იქნება.

ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

 

NEWSEBI.GE << გვესტუმრეთ ხშირად


თარიღი 12.21.2021 14:48  263