სასიხარულო ინფორმაცია ამ წუთბში ხდება ცნობილი დიალიზმა კარგად ჩაიარა! ანიტა ინარჩუნებს სტაბილურობას!



58-ე ღამე მშვიდობისა!

დიალიზმა კარგად ჩაიარა!

 ანიტა ინარჩუნებს სტაბილურობას.
ექიმები გვარწმუნებენ რომ საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმს აკეთებენ.

 როგორც მოგახსენეთ, პოსტ-საოპერაციო 24 საათი კრიტიკული იქნება.

 რადგან ბავშვი მართვით სუნთქვის აპარატზეა, ექიმები მას ხელოვნური ძილის მდგომარეობაში ამყოფებენ.
მიუხედავად ამისა, ანიტამ გაიღვიძა დედიკოს ხმაზე.

 მომდევნო დღეების განმავლობაში, ხშირად გამოაფხიზლებენ, ნევროლოგიისა და გულის მუშაობის შესამოწმებლად.

 ხვალიდან დაიწყება სისხლში ინფექციისა და სოკოს საწინააღმდეგო მკურნალობა.

  ჩვენი ელჩი, არჩილ ძულიაშვილი, გუშინ მთელი ღამის განმავლობაში ხაზზე იყო, ხოლო დღეს დილით კი უკვე ქალაქ ჩენაიში ჩაფრინდა და ანიტას ოჯახს ყველა სახის დახმარებას უწევს.

 ჩვენ გვჯერა სასწაულების და თქვენი ერთიანობის ძალის!
#ანიტას  სთვის

 


თარიღი 01.12.2020 03:39  1604