61-ე საღამო მშვიდობისა ანიტელების ჯარს!
ანიტას დღეს ბილირუბინის მაჩვენებელი თითქმის ნორმამდე დაეწია და შესაბამისად სიყვითლემაც გაუარა.
ამ დრომდე გრძელდება დიალიზი და ინფექციის საწინააღმდეგო ანტიბიოტიკოთერაპია.
როგორც ექიმმა თქვა, სანამ ჩვენი გოგოს გული ეკმოს აპარატის დახმარებით მუშაობს, მას მოუწევს რეანიმაციულ ბლოკში ყოფნა, სადაც მშობლების მუდმივი ყოფნა არ შეიძლება.
ამის გამო ცოტა მოვიწყინეთ, მაგრამ გვჯერა, რომ მალე ანიტას მდგომარეობა და დონორის გამოჩენა, ექიმებს გულის გადანერგვის საშუალებასაც მისცემს!
გვინდა კიდევ ერთხელ, გულითადი მადლობა გადავუხადოთ საქართველოს სრულუფლებიან ელჩს ინდოეთში, ბატონ არჩილ ძულიაშვილს, რომელიც ამ დრომდე ქალაქ ჩენაიში რჩება და ყველანაირ დახმარებას უწევს ანიტას ოჯახს.
დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს ამ უდიდესი თანადგომისთვის!
#ანიტას სთვის