შეცდომა საკრანტინო სივრცეში, რომელმაც შეიძლება პრობლემები გამოიწვიოს...



გუდაურის საკარანტინო სივრცეში ანალიზების არევის გამო ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ყაურმაში კორონავირუსით ინფიცირებული კაცი მოხვდა. ის რუსეთიდან 20 დღის წინ ჩამოვიდა და კარანტინის გავლის შემდეგ სოფელში 31 მაისს დაბრუნდა. სპეციალისტებმა შეცდომა 2 დღის შემდეგ აღმოაჩინეს და 44 წლის კაცი კლინიკაში გადაიყვანეს.

ინფორმაცია ნინოწმინდის მერმა, ანა მოსოიანმა დაადასტურა. მისი თქმით, ახლა კაცი გორშია გამოკვლებეზე. მან სახლში 2 დღე გაატარა, რის გამოც მისი ოჯახის წევრები თვითიზოლაციაში იმყოფებიან.


თარიღი 08.10.2020 18:50  1630