შენ იცი მე ვინ ვარო?! ბესო ვარ ცეცხლაძე



შენ იცი მე ვინ ვარო?! ბესო ვარ ცეცხლაძე ! 

თანამდებობაც მოგვატყუა, ვიცე მერი ვარო, ბიჭო შენ ვინმეში არ შეგეშალო, იარაღი ამოიღო და გადამიტენა.

ვიდეოკადრები რომ გავიდა, ვიდეოკადრები რომ გადაიღეს მოქალაქეებმა იარაღი აწია და მარჯვენა მხარეს ჩაიდო." 

ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის უფროსის მოადგილის, ბესო ცეცხლაძის მიერ იარაღით მუქარასთან დაკავშირებით 

ერთ-ერთი თვითმხილველი ,,მთავარ არხს"  დაუკავშირდა.

თვითმხილველმა ,რომელმაც აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ჩვენება მისცა აღნიშნავს, რომ ამის შემდეგ მას პადიეზდში ვიღაც ბიჭები დახვდნენ.

-მოვიდნენ ჩემთან პადიეზდში ბიჭები და მეუბნებოდნენ, რომ შენ ბესო ცეცხლაძის წინააღმდეგ როგორ მიეცი ჩვენებაო. ეს როდემდე უნდა გაგრძელდეს?! თუ თანამდებობის პირია და თუ მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოადგილეა ქუჩაში როგორ უნდა მოიქცეს და როგორ უნდა ილაპარაკოს მაგის ზრდილობა და კანონი არ იცის მაგან?!"

ამ საკითხზე დღეს ბათუმის მერიაში დაპირისპირება იყო, ოპოზიციის წევრები არჩილ ჩიქოვანს  რეაგირებას სთხოვდნენ. ისინი მერის კაბინეტიდან პოლიციამ ძალის გამოყენებით გაიყვანა.

არჩილ კონცელიძემ დღეს განაცხადა, რომ კანონით მის მოადგილეს იარაღის ტარების უფლება აქვს და დანარჩენს გამოძიება დაადგენს. 

NEWSEBI.GE  <<  ობიექტური რეალობის სარკე

დატოვე კომენტარი ,ჩვენთვის მნიშვნელოვანია .

2021 წელი 13 დეკემბერი

წყარო : მთავარი არხი.

 


თარიღი 12.13.2021 16:13  828