შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო ბრიფინგზე განაცხადეს, რომ ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობის – 1002 აბი ნარკოტიკული საშუალება სუბოტექსი. ასევე 164 ნატეხი და დაფხვნილი ნარკოტიკი, ამ დანაშაულში ბრალდებულ პირს 8-დან 20-წლამდე პატიმრობა ემუქრება. დაკავებულია ერთი პირი ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით. სამართალდამცველებმა ბრალდებული თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე დააკავეს და ავტომობილის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღეს „ბუპრენორფინის" შემცველი ნარკოტიკული საშუალება "სუბუტექსის" 1002 აბი, 164 ნატეხი და დაფხვნილი ნარკოტიკი, რომლებზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.
სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულისთვის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე დააკავეს კიდევ ერთი პირი. ჩხრეკისას ამოიღეს „MDMA"-ს შემცველი 293 აბი. შსს-ს ინფორმაციით ასევე დააკავეს წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი 2 ნარკორეალიზატორი. გამოძიების საფუძველზე დადგინდა, რომ ბრალდებულები ნარკოტიკებს სისტემატურად ყიდდნენ.