თეა წულუკიანმა, ნაციონალურ მოძრაობაზე, სკანდალური განცხადება გააკეთა...



„ეს გადაცემა არ ეყოფა იმის ანალიზს, თუ რა გააკეთეს მათ, რითაც თავს იწონებენ.ხშირადაა საუბარი პატრულზე, იუსტიციის სახლებზე. ეს ყველაფერი იყო ზედაპირული წამოწყებები და ამას არანაირი სერიოზულობის კვალი არ ჰქონდა. მათ არ გაუტარებიათ არც ერთი ძირეული საკანონმდებლო რეფორმა. ისინი ნიჩბით ყრიდნენ ბავშვებს ციხეში. როდესაც ხელისუფლება არ ზრუნავს ბავშვზე და მას იმეტებს ციხისთვის, რა თქმა უნდა, არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ეს ხელისუფლება საკნის ფანჯარაში კალაშნიკოვს შეყოფს და პატიმრებს ამოხოცავს. ამაზე რამდენიმე კვირის წინ სტრასბურგის სასამართლომ დარღვევის გადაწყვეტილებაც დაადგინა“. განაცხადა თეა წულუკიანმა. 


თარიღი 05.27.2020 00:39  4510