Tesla ჰუმანოიდური რობოტების გამოყენებას 2025 წლიდან დაიწყებს



ამერიკული Tesla მომავალ წელს დაიწყებს ჰუმანოიდური რობოტების გამოყენებას და გეგმავს მათი უფრო დიდი რაოდენობით წარმოებას სხვა კომპანიებისთვის 2026 წელს. ამის შესახებ ავტომწარმოებლის ხელმძღვანელი ელონ მასკი სოციალურ ქსელ X-ზე წერს.

Tesla რამდენიმე წელია მუშაობს ასეთ რობოტებზე და ელოდება, რომ ისინი შეძლებენ მძიმე ამოცანების შესრულებას, ასევე შეამცირებენ მუშახელის რაოდენობას გაზარდიან წარმოების ეფექტურობას, აღნიშნავს The Wall Street Journal.

მარტში მასკმა გამოაქვეყნა ვიდეო მისი ჰუმანოიდ რობოტებზე Optimus-ებზე, რომლებიც ყურადღებით მოძრაობენ ქარხანაში და ასრულებენ მარტივ დავალებებს. აპრილში მან თქვა, რომ Optimus ქარხნებში მუშაობას წელსვე შეძლებს.


თარიღი 07.26.2024 12:14  703