"მივიღე მოწვევა პრეზიდენტისგან ხვალ შეხვედრაზე.
მადლობელი ვარ და დიდი ინტერესით და შედეგზე ორიენტირებულად მივდივარ ხვალ 12 საათზე".
პრეზიდენტისგან მიღებული მოწვევის და რეზიდენციაში დაგეგმილი ვიზიტის შესახებ, ინფორმაცია ელენე ხოშტარიამ საზოგადოებას , ფეისბუქ პოსტით მიაწოდა.
ელენე ხოშტარია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ხვალ შეხვდება.