ტოპ-კომენტარი : კელი დეგნანი

„პრეზიდენტ ზურაბიშვილის ძალისხმევა ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის ამ კრიტიკულ დროს, რაც საზოგადოების გამთლიანებას და იმ დაპირისპირების შემცირებას გულისხმობს, რაც ქვეყანაში არსებობს"

აშშ-ს ელჩმა , აღნიშნული კომენტარით საერთო ეროვნული თანხმობის პროცესის დაწყება შეაფასა და განაცხადა , რომ "მისასალმებელია ეს ინიციატივა და მხარს ვუჭერთ. განსაკუთრებით ეს მნიშვნელოვანია ქვეყნის სტაბილურობისა და სიმშვიდისთვის. ვიცით, რომ ამ პროცესში ჩართული არიან როგორც პოლიტიკური პარტიები, ისე სხვადასხვა დაინტერესებული მხარეები, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოება, საქართველოს ეკლესია და მათ ყველას აქვთ საკუთარი ხმა, რაც გულისხმობს საზოგადოებაში დაპირისპირების დასრულებას და გამთლიანებას."

 

NEWSEBI.GE << ჩვენთან ფაქტები უცვლელია

2021 წელი / 23 დეკემბერი

 


თარიღი 12.23.2021 14:30  542