„ტვ პირველის“ დირექტორი ვახტანგ წერეთელი ფიქრობს, რომ პროკურატურას მამამისის, ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა სურს

როგორც „ტვ პირველის“ დამფუძნებელმა, ვახტანგ წერეთელმა ივარაუდა პროკურატურას მამამისის, ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა სურს.

ვახტანგ წერეთელის განცხადებით, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოსთან გააკეთა, სამართალდამცველები მასზე მანიპულირებენ მამის წინააღმდეგ დევნის დაწყებით:

„ჩემი აზრით, უნდათ ჩემი ოჯახის წევრზე, მამაზე სისხლის სამართლის საქმის აღძვრა და ამით ჩემი აზრით, შეეცდებიან ჩემზე პირადად მანიპულირებას“, - განაცხადა ვახტანგ წერეთელმა.

ვახტანგ წერეთელი სასამართლოში ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეზე დაიკითხა.


თარიღი 08.08.2019 16:30