ვინ არიან ცაგერში ავარიის დროს დაღუპულები



ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხუტელში სამძებრო სამუშაოების შედეგად ორი მამაკაცის ცხედარი იპოვეს. მესამე ცხედარს მაშველები ამ დრომდე ეძებენ. 

ავარიის დროს დაღუპულები არიან: დაახლოებით, 60 წელს გადაცილებული ჯონი კვიტაშვილი, 31 წლის თორნიკე ჭიჭინაძე და დაახლოებით, 25 წლის აკაკი მეშველიანი. მაშველები თორნიკეს ჭიჭინაძეს ამ დრომდე ეძებენ.

ავტომობილი ცხენისწყალის არხში გუშინ ღამით გადავარდა. არსებული ინფორმაციით, მასში სამი მგზავრი იმყოფებოდა, ისინი მდინარის დინებამ გაიტაცა.


მომხდარზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.


თარიღი 01.24.2020 17:28  2131