ვინ არის ქართველი ქალი, რომელიც თურქეთში ჩაცხრილეს



თურქეთში ქართველი ემიგრანტი მანქანაში ჩაცხრილეს, არიან დაჭრილებიც. შემთხვევის შედეგად დაიღუპა ირმა კრავეიშვილი. რაც შეეხება დაჭრილებს, ისინი საქართველოს მოქალაქეები არ არიან. 

ირმა კრავეიშვილი ქალაქის ერთ-ერთ ბარში მიმტანად მუშაობდა. თავდასხმა მასზე და კიდევ დანარჩენ ორ ქალზე სწორედ მისი სამუშაო დროის დასრულების შემდეგ განხორციელდა.

როგორც „პრაიმტაიმს“ საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საკონსულო თურქეთში ინფორმირებულია და კომუნიკაციაშია ახლობლებთან. 

„ოფიციალური შეტყობინება არ შესულა, თუმცა საკონსულო თურქეთში ინფორმირებულია. ოჯახის ახლობელთან არის კომუნიკაციაში, ისევე როგორც თურქეთის შესაბამის უწყებებთან“- აცხადებენ საგარეო უწყებაში. 

 


თარიღი 02.01.2020 02:02  2551