ყაჩაღობა ოზურგეთში - 80 წლის ქალი და 82 წლის მამაკაცი ...
ოზურგეთის სოფელ ნაღობილევში, დღეს დილით, ყაჩაღებმა 82 მამაკაცი და 80 წლის ქალი აწამეს და სახლიდან 2500 ლარი წაიღეს. მამაკაცს ნეკნები აქვს გატეხილი. რაც შეეხება ქალს, მას ჭრილობა სახის არეში მიაყენეს. ორივე მათგანი კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი მკურნალობა უტარდებათ.
გამოძიება სისხლის სამათლის კოდექსის 179 -ე მუხლით მიმდინარეობს. პოლიციას დამნაშავე ამ დროისთვის არ დაუკავებია.
თარიღი 03.01.2020 14:56 1276