ყირიმში მასშტაბური სამხედრო წრთვნები იწყება



რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დეპარტამენტის პრეს-სამსახურის  ცნობით, იწყება მასშტაბური სამხედრო წრთვნები ყირიმსა და ყუბანში, რაშიც მონაწილეობას 1200-ზე მეტი რუსი სამხედრო და 250 ერთეული სამხედრო ტექნიკა მიიღებს მონაწილეობას. ე.წ. სამხედრო სწავლება , ყირიმში "ოპუკის" პოლიგონზე , 23 დეკემბერს დაიწყება. სამხედრო წრთვნის დროს დამუშავებული იქნება საბრძოლო სროლები, საჰაერო-მოიერიშე და სხვა ქვედანაყოფების მიერ. გარდა ამისა,ჩატარდება წრთვნები საჰაერო თავდახმისა და უპილოტო საფრენი აპარატებისგან  თავდასაცავად.

ხოლო, რაც შეეხება კრასნოდარის მხარეს, იქ წრთვნები 24 დეკემბერს დაიწყება რაევსკის პოლიგონზე,ნოვორისიისკის შემოგარენში.

უკრაინული მხარის პოზიცია , თუ რა ნაბიჯებს გადადგავს ვოლოდიმირ ზელენსკის სამხედრო შტაბი, რუსეთის მასშტაბური წრთვნების საპასუხოდ,ჯერ მკაფიოდ არ გაჟღერებულა.

შეგახსენებთ,რომ ყირიმში სამხედრო ვითარება რუსეთსა და უკრაინას შორის , დღითიდღე იძაბება.

 

   NEWSEBI.GE << ობიექტურობა გარანტირებულია .

2021 წელი 23 დეკ.

სტატიის ავტორი : ზაქარია ჯაბახიძე

წყარო : რუსული ინტერნეტ მედია


თარიღი 12.23.2021 14:10  2205