ესპანეთის ეროვნული ნაკრები



ესპანეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები (ესპ. La selección de fútbol de España) — იცავს ესპანეთის ღირსებას სხვადასხვა სანაკრებო, საფეხბურთო ჩემპიონატებში. მას მართავს და აკონტროლებს ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია.

ესპანეთის ნაკრებს 12-ჯერ აქვთ მიღებული მონაწილეობა მსოფლიო ჩემპიონატებში, 1982 წელს კი თვითონ იყო მასპინძელი ნაკრები. ერთ-ერთი საუკეთესო შედეგი ამ ტურნირზე, რაც კი უჩვენებია ესპანეთის ნაკრებს, არის მეოთხე ადგილი ბრაზილიაში ჩატარებულ 1959 წლის მსოფლიო თასზე. 2010 წელს კი ესპანელებმა ისტორიაში პირველად მოიპოვეს მსოფლიო ჩემპიონის ტიტული.

ევროპის ჩემპიონატებზე 8-ჯერ აქვს მონაწილეობა მიღებული, პირველად კი 1964 წელს გაიბრწყინა, სადაც მასპინძელმა მოქმედი ჩემპიონი საბჭოთა კავშირის ნაკრები ანგარიშით 2-1 დაამარცხა. 1984 წელს საფრანგეთში ჩატარებულ ჩემპიონატზე ესპანეთის ნაკრებმა კონტინენტის ვიცე-ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, რადგანაც დამარცხდა მასპინძელ საფრანგეთის ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებთან - 2:0. 2008 წელს ფინალში 1-0 დაამარცხა გერმანია და მეორედ გახდა ევროპის ჩემპიონი. ამ გამარჯვებამ მას ფიფას მსოფლიო რეიტინგის ლიდერობა მოუტანა.

მისი საუკეთესო გამოსვლა ოლიმპიურ თამაშებზე შედგა 1992 წელს, ბარსელონაში, როცა კამპ ნოუზე პოლონეთის 3-2 ძლევით ოქროს მედლებს დაეუფლა. სიდნეის 2000 წლის ოლიმპიურ თამაშებზე კი ესპანეთის ნაკრებმა ვერცხლის მედალი მოიპოვა, დამარცხდა რა ფინალში კამერუნის ოლიმპიურ ნაკრებთან. ვერცხლის მედალი აგრეთვე მოგებული აქვს 1920 წლის ანტვერპენის ოლიმპიურ თამაშებზე.

სხვა მხრივ, 1999 წელს ესპანეთმა მოახერხა იაპონიის 4-0 ძლევით ნიგერიაში მოეგო 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი. ეს იყო აქამდე ერთადერთი მსოფლიო ტიტული ესპანეთის საფეხბურთო ნაკრებისთვის.

ისტორია

ესპანეთის ნაკრები ჩამოყალიბდა 1920 წელს, რათა გამოსულიყო და წარმოედგინა ესპანეთი ანტვერპენის ოლიმპიურ თამაშებზე. ნაკრებმა პირველი ოფიციალური მატჩი გამართა 1920 წლის 28 აგვისტოს ბრიუსელის სტადიონ ‘’ლა ბუტეზე’’ ოლიმპიური თამაშების ეგიდით. ამ მატჩშჲ დაუპირისპირდნენ დანიის დანიას. მატჩი ესპანეთმა მოიგო პატრისიოს გოლით. ესპანეთის ნაკრებს შეადგენდნენ: ზამოარა, სამიტიერი, სესუმაგა, ოტერო, არატე, ბელაუსტე, პიჩიჩი, ასედო, ეგიასაბალი, პატრისიო და პაგასა. ამ ოლიმპიადაზე ესპანეთმა პირველად მოიპოვა ისტორიაში პირველი ოლიმპიური მედალი, თანაც ვერცხლის. ამ ტურნირის ჰქონდა ერთი თავისებურება: ფინალი ჩეხოსლივაკიამ ბელგიის წინააღმდეგ არ ითამაშა და ვერცხლის და ბრინჯაოს მედალოსნების გამოსავლენად ახალი ტურნირი ჩატარდა. ესპანელებმა პირველი საშინაო თამაში 1921 წელს ჩაატარეს ბოლბაოში, სადაც ბელგიის ნაკრებს 2:0 სძლიეს.

დიდების წლები

2008 წლის შემდეგ ესპანეთმა ყველა დიდი ტურნირი მოიგო: ევრო 2008მსოფლიო თასი 2010 და ევრო 2012, რაც რეკორდული მაჩვენებელია მანამდე არცერთ ნაკრებს სამი დიდი ტურნირი ზედიზედ არ მოუგია.

ნაკრების წარმატებები დაიწო ლუის არაგონესთან ერთად. არაგონესი გუნდს ჯერ კიდევ 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე წვრთნიდა, მაგრამ მერვედფინალში დამარცხდა საფრანგეთის ნაკრებთან. უკვე ევრო 2008-ზე არაგონესის გაწვრთნილმა გუნდა ევროპის ჩემპიონატზე დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. ამის შემდეგ ნაკრები ვისენტე დელ ბოსკემ ჩაიბარა. დელ ბოსკემ გუნდს ერთი მსოფლიო და კიდევ ერთი ევროპის ჩემპიონატი მოაგებინა. ესპანეთის ნაკრების წარმატების წლები მეტ-ნაკლებად დაემთხვა საკლუბო ფეხბურთში „ბარსელონას“ წარმატების წლებს.

ბრწყინვალე გამარჯვებების შემდეგ ესპანეთმა ჩააგდო მსოფლიო თასი 2014. გუნდმა წააგო ჯგუფური ეტაპის პირველი ორი მატჩი და ნაადრევად დაემშვიდობა ჩემპიონატს. B ჯგუფის პირველ ტურში ესპანელები ნიდერლანდებთან განადგურდნენ 1-5. ესპანეთი მეორე ტურის მატჩში ჩილესთან ანგარიშით 0-2 დამარცხდა და შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი დაკარგა. მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს გოლები მე-20 წუთზე ედუარდო ვარგასმა, 43-ეზე კი არანგისმა გაუტანეს.

სტატიის ავტორი: Webdoors.ge
თუ გინდათ სხვა სიიახლეების ნახვა გამოგვყევით facebook

სხვა სიიახლეები
ბუდუ ზივზივაძე
ნიკა კვეკვესკირი


თარიღი 07.05.2024 12:14  237