საფრანგეთის არჩევნები: პირველ ადგილს მემარცხენეთა ალიანსი იკავებს



წინასწარი ეგზიტპოლის შედეგებით, საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნებში პირველ ადგილს მემარცხენეთა ალიანსი იკავებს. ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს.

ამ დროისთვის ცნობილია, რომ მეორე ადგილზე ქვეყნის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის პარტიაა, ხოლო მესამე ადგილზე მარინ ლე პენის ულტრამემარჯვენე „ეროვნული გაერთიანება“.

ცნობილია ისიც, რომ საპარლამენტო არჩევნებში აბსოლუტური უმრავლესობა ვერცერთმა პარტიამ ვერ მოიპოვა.

საფრანგეთის დროით 20:00 საათზე ქვეყნის მასშტაბით ყველა საარჩევნო უბანი დაიხურა.

ფრანგული მედიის ინფორმაციით, პატარა ქალაქებში ხმის მიცემა უფრო ადრე, 18:00 საათზე შეწყდა.

არჩევნების მეორე ტურში ამომრჩეველთა აქტივობამ 67 პროცენტი შეადგინა.

სტატიის ავტორი:Webdoors.ge
სხვა სტატიები:
კრიმინალი
სპორტი
სხვა სიახლეები

ვებსაიტის დამზადება მხოლოდ:Webdoors.ge

????????????
გვეწვიეთ: https://webdoors.ge/ka/services
დარეკეთ: 599 33 90 99 , 599 33 20 99
მოგვწერეთ: info@webdoors.ge✨✅
მისამართი: წერეთლის 97




თარიღი 07.08.2024 19:44  530