მაინც რატომ გვიჭირს წონის დაკლება? როგორც დთუ დიეტა ცხოვრების წესად გექცათ და დღე-ღამეში 24 საათი კალორიების თვლით იქცევთ თავს, ზედმეტი კილოგრამებისგან გათავისუფლება, ლოგიკის (და დიეტის ყველა წესის) თანახმად, არ უნდა გაგიჭირდეთ, მაგრამ ხშირად დიეტის ჰეფიენდი უსასრულოდ ჭიანურდება, ხოლო სასწორის ისარი ძველი ნიშნუიეტოლოგები გვარწმუნებენ, ამ გასტრონომიული გაუგებრობის მიზეზი საკვების არასწორად შერჩევა ყოფილა.
მოდით, თვალი გადავავლოთ იმ მცდარ მოსაზრებებს, რომლებსაც დიეტის მოტრფიალენი იზიარებენ, შემდეგ კი სასწორიდან გაწბილებულები ჩამოდიან.
“დაბალკალორიულ საკვებს, რამდენსაც მინდა, იმდენს მივიღებ!” ― ასეთია დიეტის მრავალი მიმდევრის დევიზი. მათ სწორედ ის ანუგეშებთ, რომ ცხიმიანსა და ტკბილს იოლად შეცვლიან ჯანსაღი საკვებით (ასე უწოდებს ბევრი დაბალკალორიულ პროდუქტს) – ხილითა და ბოსტნეულით, რომლის მიღებაც განუსაზღვრელი ოდენობით შეიძლება. თუ თქვენც ასე გგონიათ, ცდებით. ჯანსაღი საკვების განუსაზღვრელი ოდენობით მიღება ისევე შეგმატებთ კილოგრამებს, როგორც ცხიმი და ტკბილეული. ასე რომ, ზომიერება დიეტის მიმდევართა N1 კანონი უნდა იყოს!
1.ყავა წონის დაკლებაში დაგვეხმარება
არამც და არამც! კოფეინი შესანიშნავი სტიმულატორია. მისი მიღებისთანავე სისხლში შაქრის დონე საგრძნობლად იმატებს. მის ნაწილს უჯრედები ითვისებს, ხოლო ნაწილი ცხიმის სახით გროვდება.
2.მერე რა, რომ ცოტა მძინავს!
ძილის უკმარისობისას ორგანიზმში ჰორმონული ფონი იცვლება: ნაკლები ოდენობით გამომუშავდება ბიოლოგიური ნივთიერება, რომელიც დანაყრების გრძნობას ბადებს, სამაგიეროდ, ჭარბად წარმოიქმნება მადის აღძვრაზე პასუხისმგებელი ჰორმონი. რაც უფრო უხვად სინთეზირდება ეს უკანასკნელი, ნახშირწყლოვანი საკვების მით უფრო ძლიერი მოთხოვნილება აქვს ორგანიზმს.
საზოგადოდ, ძილი ენერგიის აღდგენაში გვეხმარება. მის მაგივრობას დილაობით ყავა და შოკოლადი გვიწევს (ისინი კი ენერგიასთან ერთად კალორიებითაც გვასაჩუქრებენ). ამერიკელ მკვლევარებს თუ დავუჯერებთ, ძილის ოპტიმალური ხანგრძლივობის მეოხებით თურმე შესაძლებელია, წელს ქვემოთ (თეძოებზე, ბარძაყებზე) დაგროვილი ზედმეტი ცხიმისგანაც გავთავისუფლდეთ.
თავი უზადო სხეულით რომ მოიწონოთ, ეცადეთ, საღამოს 10-დან ნაშუაღამევის 2 საათამდე აუცილებლად იძინოთ. თუ საკუთარი წონა გაფიქრებთ, არამც და არამც არ ათიოთ ღამე და არც გვიან დაიძინოთ.
3.ჭარბი ხილი დიეტური მენიუს განუყოფელი ნაწილია
როდესაც დიეტის დროს არჩევანის წინაშე ვდგებით: ხილი თუ შოკოლადი, ― რაღა თქმა უნდა, ხილი იმარჯვებს, თუმცა ამგვარი არჩევანი უფლებას არ გაძლევთ, დღის განმავლობაში რამდენიმე კილოგრამი ვაშლი ან გარგარი გადასანსლოთ. ხილი, გარდა იმისა, რომ მდიდარია ვიტამინებითა და უჯრედისით, შაქარსაც უხვად შეიცავს. ასე რომ, თუ წონის დაკლება მოიწადინეთ, გირჩევთ, ხილის ის ოდენობა, რომელსაც აქამდე მიირთმევდით, გაანახევროთ და ბოსტნეულით შეცვალოთ
4.დიეტის დროს ვარჯიში აუცილებელი არ არის
მართლაცდა, გასახდომად ზოგჯერ მკაცრი დიეტაც საკმარისია, მაგრამ ამ დროს ცხიმთან ერთად კუნთოვანი მასაც იკარგება. შედეგად სხეული ნაკლებად მიმზიდველი ხდება. ასე რომ არ მოხდეს, დიეტის დაცვის პარალელურად ფიტნეს-ცენტრებსაც რეგულარულად ეწვიეთ.
5.ნუთუ შაქრის დონეც უნდა ვაკონტროლოთ?
სწორედ რომ. თუ სისხლში შაქრის დონე გამუდმებით მერყეობს, რა გასაკვირია, გაღიზიანებული იყოთ და თავის ტკივილი გაწუხებდეთ?! არც შაქრის სიჭარბეა სახარბიელო, რადგან, როგორც უკვე ვთქვით, მისი ნაწილი ცხიმის სახით გროვდება ორგანიზმში. ამის თაობაზე დიეტოლოგს გაესაუბრეთ. მას უთუოდ ეცოდინება, რომელი საკვები დაგეხმარებათ, შეინარჩუნოთ სისხლში შაქრის ოპტიმალური დონე.
მსგავსი სტატიის ნახვა შეგიძლიათ ინგლისურად ლინკებზე
healthline
webmd
health
თვალი ადევნეთ ჩვენს სხვა სტატიებს:
პოლიტიკა
ახალი ამბები
სპორტი
სტატიის ავტორი: webdoors.ge
თუ გინდათ ვებსაიტის დამზადება დაგვიკავშირდით: